იტალიის ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ ამხანაგურ შეხვედრაში „აუგსბურგი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ბედი ამირ რაჰმანის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 51-ე წუთზე გაიტანა.
რუდი გარსიას გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გარეშე ითამაშა, რომლებიც ტრავმირებული არიან. ჯერჯერობით, უცნობია როდის დაუბრუნდება მოედანს ქართველი ფეხბურთელი.
„ნაპოლისთვის“ ეს მეხუთე ამხანაგური მატჩი იყო, საიდანაც სამი მოიგო და ორჯერ ფრე ითამაშა („ჟირონასთან“ პენალტებში იმარჯვა). იტალიელები 11 აგვისტოს, ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდებიან და მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებენ.
„ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება, რომელშიც გიორგი კვერნაძე თამაშობს.