ჭიდაობა

23:06 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყურაშვილი 17-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონია, გენო პეტრიაშვილის ძმამ ბრინჯაო მოიპოვა

ოქროს მედალი საქართველოს - სანდრო ყურაშვილი (92 კგ) მსოფლიო ჩემპიონია.

სანდრომ თავისუფალი სტილით მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში თურქი ეიუპ ჩეთინი დაამარცხა.

აღსანიშნაია, რომ მან წლეულს ევროპის ჩემპიონატზეც ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე მსოფლიოს ჩემპიონატზე 80 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კონსტანტინე პეტრიაშვილმა, რომელიც გენო პეტრიაშვილის ძმაა.

0.115183