ფეხბურთი

17:51 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლით "კარლსრუე" "ჰამბურგთან" წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ „ჰამბურგთან“ ქულა მოაპოვებინა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი 95-ე წუთამდე მარცხდებოდა, მაგრამ ბუდუს გოლით წაგებას თავი დააღწია.

„კარლსრუე“ 61-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ 5-წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა. 79-ე წუთზე თამაშში ზივზივაძე ჩაერთო, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ლარს შტინდლის შესანიშნავი გადაცემა გამოიყენა და მიმდინარე სეზონის მეორე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

შედარებისთვის, ზივზივაძე II ბუნდესლიგის პირველ ტურში ძირითად შემადგენლობაში იყო, ამჯერად კი მხოლოდ შეცვლაზე მიეცა თამაშის საშუალება და შანსი გამოიყენა.

„კარლსრუეს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს. კრისტიან აიხნერის გუნდი 11 აგვისტოს გერმანიის თასზე „ზაარბრიუკენს“ ესტუმრება, ხოლო 18 აგვისტოს, II ბუნდესლიგის მესამე ტურში „ვეჰენს“ გასვლაზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11446