ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, შესაბამისად, მეოთხედფინალისტთა რაოდენობა გაიზარდა.
ნიდერლანდების ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, რომელმაც 2:0 აჯობა. ევროპელებმა აფრიკელებს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და ძალიან მშვიდად მოიგეს.
გაცილებით დრამატული გამოდგა აშშ-სა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ტურნირის ფავორიტები ხვდებოდნენ. 120 წუთში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, პენალტების სერიაში კი შვედები უფრო ზუსტნი გამოდგნენ - 5:4.
აღსანიშნავია, რომ ამერიკას ორჯერ შეეძლო პენალტების დასრულება და მოგება, მაგრამ ორივე დარტყმა გააცუდეს, მერე კი შვედეთმა შანსი გამოიყენა და მოიგო. აშშ-ს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ვერ გადალახა მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი.
მეოთხედფინალში ნიდერლანდები ესპანეთს, ხოლო შვედეთი იაპონიას შეხვდება. დანარჩენი ოთხი მერვედფინალური მატჩი 7 და 8 აგვისტოს გაიმართება.