ფეხბურთი

1:16 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსია" "ასტონ ვილასთან" მარცხისგან ვერ იხსნა

„ვალენსიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო ამხანაგური თამაში ჩაატარა და სეზონისწინა ტრადიციულ, ტარონხას თასზე ამჯერად ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეხვდა.

მატჩი ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. პირველ ტაიმში ოლი უოტკინსმა გახსნა ანგარიში, მერე ემილიანო ბუენდიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. ბოლო წუთზე ესპანელებმა კალუმ ჩემბერსის ავტოგოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლეს.

გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა, 2 სეივი ჰქონდა, ხოლო გაშვებულ გოლებში მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის.

„ღამურებისთვის“ ეს ბოლო ტესტ-მატჩი იყო, რუბენ ბარახას გუნდი 11 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება.

0.115388