ფეხბურთი

1:12 | 6.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერსონი ინგლისის სუპერთასზე - „არსენალი“ „სიტის“ დაამარცხებს“

ინგლისის ნაკრების და „არსენალის“ ყოფილ ვარსკვლავს, 55 წლის პოლ მერსონს, მიაჩნია, რომ ინგლისის სუპერთასს (Community Shield) „არსენალი“ მოიგებს.

„ბევრი ამბობს, რომ გასულ სეზონში „არსენალი" „ჩავარდა.“ მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია, ასე ახლოს იყო „მანჩესტერ სიტისთან,“ ტიტულისთვის ბრძოლა სეზონის ბოლომდე გააგრძელო და ამას „ჩავარდნა“ უწოდო. „არსენალი“ პრემიერლიგის ახალ სეზონშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. ახლა „მეთოფეები" სხვა სახის ზეწოლის წინაშე დგანან.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ძირითადმა შემადგენლობამ ითამაშა, შემდეგ, ფლეი ოფში, ფეხბურთელების დასვენება დაიწყეს და მაშინვე გავარდნენ. ახლა ახალი მოთამაშეები შეიძინეს, რომლებიც გუნდსაც გააძლიერებენ და შემადგენლობის როტაციის მეტი შანსიც გაჩნდება.

ცოტას ეგონა, რომ გასულ სეზონში „არსენალი“ პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვდებოდა, მაგრამ ახლა მოლოდინიც და მიზნებიც გაცილებით სერიოზულია.

ინგლისის სუპერთასის ეს მატჩი „არსენალისთვის“ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე „სიტისთვის.“ ვფიქრობ, „მეთოფეები“ 2:1 მოიგებენ.“ – ციტირებს მერსონის სიტყვებს Sportskeeda.

ინგლისის სუპერთასის შეხვედრა კვირას, 6 აგვისტოს გაიმართება „უემბლის“ სტადიონზე და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115446