ფეხბურთი

23:30 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "განცდა მაქვს, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა ქპრ-სთან მატჩის (4:0) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, რომელსაც ინგლისურ კლუბში დებიუტი ჰქონდა.

გიორგიმ 66-ე წუთიდან ითამაშა, ძალიან კარგადაც: ორჯერ კარისკენ დაარტყა, ერთხელ ძალიან ახლოს იყო გოლთან, 15 პასი გააკეთა და ყველა ზუსტი იყო. მოკლედ, კარგად ითამაშა, რაც არც ფრანგ სპეციალისტს დარჩენია შეუმჩნეველი:

„მას შემდეგ, რაც ვარჯიშზე პირველად გამოჩნდა, ყველა მოხიბლა თავისი თამაშით. მასთან დაკავშირებით რა განცდაც გვაქვს, ისაა, რომ ჩვენ ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს და ის ნახევარდაცვაში ბევრ ვარიანტს გვაძლევს, რადგან სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ყველანი მოუთმენლად ველით მისგან უფრო მეტს“, - თქვა ისმაელმა.

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა ბელგიური „გენტიდან“. ვალერიან ისმაელის გუნდი მეორე ტურში 12 აგვისტოს, „პლიმუთს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ინგლისის ლიგის თასზე 8 აგვისტოს, „სტივენეიჯს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11485