ფეხბურთი

22:23 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინა“ „ნიუკასლთან“ დამარცხდა

ამხანაგურ მატჩში „ნიუკასლმა“ „ფიორენტინა“ 2:0 დაამარცხა. შეხვედრა ნიუკასლში, „სენტ ჯეიმს პარკის“ სტადიონზე გაიმართა.

ინგლისური კლუბიდან გოლები მიგელ ალმირონმა (38-ე წუთზე) და ალექსანდრ ისაკმა (82-ე) გაიტანეს.

მომდევნო მატჩში „ფიორენტინა“ 6 აგვისტოს „ნიცას“ დაუპირისპირდება, „ნიუკასლი“კი იმავე დღეს „ვილიარეალს“ შეხვდება.

0.111729