„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლანსის“ ამხანაგური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე,“ 58 ათასი მაყურებლის თვალწინ, ინგლისური კლუბის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
23-ე წუთზე ფლორიან სოტოკამ „ლანსი“ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარკუს რაშფორდმა გაათანაბრა. მალე ანტონიმ მანკუნიანელები წინ გაიყვანა, 59-ე წუთზე კი კაზემირომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
მანამდე „ლენსმა“ „ტურინოსთან“ ამხანაგურ მატჩში ფრედ ითამაშა (0:0), „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდა (2:3).