ძიუდო

21:14 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილის და შავდათუაშვილის ბრინჯაოს მედლები ბუდაპეშტის მასტერსზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის მასტერზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომლებიც ლაშა შავდათუაშვილისა და ტატო გრიგალაშვილის აქტივშია.

აღსანიშნავია, რომ 73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა, შემდეგ გერმანელი იგორ ვანდტკე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა, მაგრამ ლაშამ მეოთხედფინალში მუროდიონ იულდოშევთან მარცხი განიცადა. შედეგად, რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან მოიგო და როგორც უკვე ვთქვით, ბრინჯაოსთვის ბრძოლა ტერაშვილის წინააღმდეგ მოუწია, რომელსაც იპონით აჯობა და ბრინჯაოს დაეუფლა.

ტერაშვილმა თავის მხრივ, უზბეკი ობიდხონ ნომონოვი, აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი და მოლდოველი პეტრუ პელივანი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში ტაჯიკ ბეჰრუზი ხოიაზოდას შეხვდა, რომელთანაც დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილთან განიცადა მარცხი.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი, ემირატების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ გილერმე შმიდტს გაეჯიბრა, მაგრამ წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იაპონელ კენია კოჰარას დაუპირისპირდა, რომელსაც აჯობა და ბრინჯაო მოიპოვა.

ამრიგად, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს აქტივში ორი ბრინჯაოს მედალია, კვირას კი, კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.12063