„ბარსელონას" ფრანგი მცველი, კლემან ლანგლე, ამ ზაფხულს შესაძლოა, იტალიურ „ნაპოლიში" გადავიდეს - წერს Football Espana.
წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა 28 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გასაყიდთა სიაში დიდი ხანია შეიყვანა. „ბარსელონა" იმედოვნებს, რომ მისი გაყიდვიდან გარკვეულ თანხას გამოიმუშავებს და სახელფასო ბიუჯეტსაც განტვირთავს.
ფრანგის მიმართ ინტერესი უკვე ინგლისურმა „ტოტენჰემმა“ და საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბმა გამოიჩინეს. ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ბოლო „ნაპოლია,“ რომელიც „ბაიერნში“ წასული კიმ მინ ჯეს შემცვლელს ეძებს.
„ბარსელონა“ ლანგლესთვის დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს, რაც იტალიური კლუბისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი რთული მომენტი ფრანგის მაღალი ხელფასია.
ლანგლე გასულ სეზონში იჯარით თამაშობდა „ტოტენჰემში.“ ფრანგმა მცველმა ყველა შეჯიბრში 35 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთ გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.