„მეცმა“ ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდური „ჰერენვენი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
52-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, ტექნიკურად ითამაშა, მცველი მოატყუა და ზუსტად დაარტყა. ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. გიორგი პირველ ტაიმშიც ახლოს იყო გოლთან, როდესაც დაახლოებით 60 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მცირედით არაზუსტად.
„მეცმა“ მოსამზადებელი ეტაპი ამ მატჩით დაასრულა და ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს, „რენს“ ესტუმრება. გიორგი მიქაუტაძეს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ, მაგრამ ჯერჯერობით, ის ფრანგულ გუნდში რჩება, რომლის პრესეზონზე 3 გოლი გაიტანა.