ფეხბურთი

14:05 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლი "სიტიში" გადავიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ლაიფციგიდან“ ხორვატიის ნაკრების მცველი, იოშკო გვარდიოლი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ქალაქელებმა“ გერმანელებს 90 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები გადაუხადეს. შედეგად, გვარდიოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. მან „სიტისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იოშკო გვარდიოლმა კარიერა „დინამო ზაგრებში“ დაიწყო, ხოლო „ლაიფციგში“ 2021 წლიდან თამაშობდა, სადაც 88 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ხორვატიის ნაკრებში მის ანგარიშზე 21 მატჩი და 2 გოლია.

0.113917