ლონდონის „ჩელსიმ“ ესპანელი მეკარე რობერტ სანჩესი დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი „არისტოკრატებს“ „ბრაიტონიდან“ 25 მილიონი ევრო დაუჯდათ.
სანჩესმა „ჩელსისთან“ 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამრიგად, ლონდონელებმა მეკარის პოზიციაც გააძლიერეს და ედუარ მენდის შემცვლელი იყიდეს.
რობერტ სანჩესი აქამდე „ბრაიტონში“ თამაშობდა, სადაც 90 მატჩი ჩაატარა. სხვადასხვა დროს იჯარით „ფორესტ გრინ როვერსის“ და „როჩდეილის“ წევრიც იყო.