გორის „დილას“ შემტევი ნახევარმცველი ტიერი გეილი პოლონეთის ჩემპიონის, „რაკუვის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.
ბარბადოსელი ჟურნალისტი ანმარ გუდბრიჯ-ბოისი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონელები ამზადებენ შეთავაზებას, რომლის მიხედვით გორის „დილას“ 1.2 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ ტრანსფერი შედგება, გეილი, როგორც „დილას“, ისე ბარბადოსის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
გორელების პასუხი ჯერჯერობით უცნობია. 1.2 მილიონი ევრო ქართული კლუბისთვის ტრანსფერში ცოტა მართლაც არ არის, მეორე მხრივ, „დილასთვის“ გეილი შეუცვლელი ფეხბურთელია.
21 წლის ფეხბურთელს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო კონფერენს ლიგაზე 4 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. „რაკუვი“ პოლონეთის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ყარაბაღი“ დაამარცხა. ამ გუნდში ცოტა ხნის წინ ვაკო გვილია თამაშობდა.