რომის „ლაციომ“ დაიჩი კამადა დაიმატა. იაპონელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ხელშეკრულების პირობები უცნობია. კამადას აქამდე „ინტერს“ და „მილანს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა „ლაციოში“ თამაში ამჯობინა.
კამადა „აინტრახტში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 179 მატჩში 40 გოლი გაიტანა. მანამდე „საგან ტოსუს“ და „სენ-ტრუიდენის“ წევრი იყო, ხოლო იაპონიის ნაკრებში 29 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.