ფეხბურთი

19:00 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სარაევომ" გიორგი გულიაშვილი ბოსნიურ კლუბში გაანათხოვრა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი „სარაევომ“ „ველეჟ მოსტარში“ გაანათხოვრა.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. გიორგი „მოსტარში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება. მან „სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო, სადაც 2023 წლის იანვარში გადავიდა და 12 უგოლო თამაში ჩაატარა.

გულიაშვილი ბოსნიაში წასვლამდე თბილისის „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა. მას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 20 მატჩში თავი 8 გოლით აქვს გამოჩენილი.

0.110828