სხვა

17:37 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უნივერსიადის ნახევარფინალშია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნივერსიადის ნახევარფინალში გასვლა შეძლო, რომლის მეოთხედფინალში გერმანია დაამარცხა.

შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც ქართველი წყალბურთელები მეტოქეზე უკეთესები აღმოჩნდნენ - 4:3.

საქართველოს ნაკრებიდან 4-4 გოლი იმნაიშვილმა და ტყეშელაშვილმა გაიტანეს, 2-2 ბითაძე, ახვლედიანმა და შუშანაშვილმა, ხოლო თითო ბურთი ტყეშელაშვილისა და მესხის აქტივშია.

საქართველო ნახევარფინალში 6 აგვისტოს იტალიას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გუნდი ძირითადად ეროვნული ნაკრების წყალბურთელებითაა დაკომპლექტებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121162