ძიუდო

16:55 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე ბუდაპეშტის მასტერსზე

ბუდაპეშტის მასტერსი საქართველოსთვის უმედლოდ დაიწყო. დღეს ასპარეზობაში 4 ქართველი ჩაერთო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა ვერცერთმა მოახერხა.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ტაიპეის წარმომადგენელი იუნ ვეი იანი და უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაამარცხა, მაგრამ თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან წააგო და მედლისთვის ვერ იბრძოლა.

ამავე წონაში პირველივე შეხვედრა წააგო და შესაბამისად, ასპარეზობას უმედლოდ დაემშვიდობა გიორგი სარდალაშვილი, რომელიც სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმთან ვერაფერს გახდა.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა პირველი ბრძოლა წააგო ტაჯიკ ნურალი ემომალისთან, შესაბამისად, ისიც უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა პირველ წრეში ნიდერლანდელ პლეუნი კორნელისესთან გამარჯვება მოახერხა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე იტალიელ ვერონიკა ტოინოლოსთან ვერაფერი გააწყო და ასპარეზობა დაასრულა.

0.114679