ფეხბურთი

15:37 | 4.08.2023 | ნანახია 1726 - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო თბილისი" დატოვა

გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად „დინამო“ ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრებმა მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართეს.

„დინამო თბილისი“ მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელი შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ასტანასთან“ დამარცხდა, ხოლო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტური „ჰამრუნის“ ბარიერი ვერ დაძლია.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:49 | 04.08.2023
alfadhirhaiti (7518)

ფეხბურთელებს რო აწმინდავთ ხელებს, ეგ არ გვიქმნის დადებით წარმოდგენას შექმნილ სიტუაციაზე და გარკვეულ ეჭვებს აჩენს. დინამოს აკადემიადან ბევრი არის კაი ან მაგარი პერსპექტიული ფეხბურთელი: ხვადაგიანი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, სიგუა ბაზელში გაუშვეს, ლომინაძე დებილმა მენეჯმენტმა სამგურალში.. უშუალოდ აკადემიაში ძალიან აქებენ ლაცაბიძეს, ფეიქრიშვილს, ფარცვანიას და ა.შ. ანუ არიან პერსპექტიული ფეხბურთელები. ამათ სჭირდება გამოყენება, ხოლო ამ გამოყენებას ცოდნა სჭირდება ჯერ, ჭიაბრიშვილები და გეგუჩაძეები ვერ აიყვანენ მათ მაღალ ეტაპზე, რადგან არ აქვთ საამისო ინტელექტი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ სხვა პოსტ-საბჭოთა სამწვრთნელო წრეებთან. შორს რო არ წავიდეთ, აგერ დემჩენკოა შესანიშნავი მაგალითი ყურის ძირში. ამ გორის დილათი გეგუჩაძე-ჭიაბრიშვილი პირველივე ეტაპზე გამოვარდებოდნენ. ესენი კიდე დაათრევენ კარუსელებით თავიანთ ფავორიტ მოყვარულ ფეხბურთელებს აქეთ-იქით და მწვრთნელები ჰგონიათ თავები.

19:43 | 04.08.2023
luka08 (622)

მოგეცადა ცოტა ხანს , დაგელია ერთი ჭიქა . სიკეთე მოგცეს და დინამოსკენ აღარც მოიხედო . უყურე ხშირად ,,ფეოლას " და არ დაგავიწყდეს მისი სტილი - შეტევა !

18:30 | 04.08.2023
zirzikichi (2952)

იმედია ეხლა არ დაშლიან დილას და იქიდან არ გადმოიყვანენ მწვრთნელს და ფეხბურთელებს!

18:10 | 04.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ეხლა შემადგენლობადც უნდა მიეხედოს

17:50 | 04.08.2023
100% (432)

რა ხდება, ადმინ?

17:50 | 04.08.2023
100% (432)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:50 | 04.08.2023
100% (432)

არაფერი, უბრალოდ დაკოპირებულია.

17:49 | 04.08.2023
100% (432)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:49 | 04.08.2023
100% (432)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

17:22 | 04.08.2023
mikamika (1780)

არ გამოვა ამ კაცისგან მწვრთნელი ჩემი აზრით.

გარეშე თვალისთვის ასეთი დასანახია -- მოპიჟონო ელემენტი, წამოგდებული ჯემპრით, გაწელილი მანერებით, საუბრით, ვითომ ძველბიჭობა ... და ამ ყველაფრის საპირისპიროდ ნულია ორგანიზებულობა, ტაქტიკა, სტრატეგია, წესრიგი გუნდში, სათამაშო სქემა ...

17:11 | 04.08.2023
ogafa (10143)

პატრონია მთავარი,მერე ყველაფერი კარგად იქნება

16:17 | 04.08.2023
temuri12 (12)

რა აზრი აქვს მწვრთნელის შეცვლას, ფეხბურთელები არ ვარგიან დინამოში

0.124236