ფეხბურთი

14:57 | 4.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" აქსელ დისასი დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ „მონაკოდან“ საფრანგეთის ნაკრების მცველი აქსელ დისასი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

დისასიმ ლონდონელებთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა, „მონაკომ“ კი მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მიიღო.

აქსელ დისასი „მონაკოში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 129 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პარიზის“ და „რეიმსის“ შემადგენლობაში ირჯებოდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.117823