ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ კიდევ ერთხელ ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიასა და ბოლო დროს მის პრობლემაზე გოლის გატანასთან დაკავშირებით.
თუმცა, დელ ჯენიოს აზრით, „ნაპოლის“ უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე კვარას მშრალი სერია:
„კვარაცხელია კვლავ დაიწყებს გოლების გატანას, მაგრამ ახლა ცოტა შორს არის გოლისგან, უჭირს მოედნის ბოლო 15-20 მეტრში მოქმედება. „ნაპოლის“ უფრო სერიოზული პრობლემები აქვს და ამიტომ, ამაზე დიდად არ ვნერვიულობ, თუმცა ბოლო პერიოდში ამ საკითხზე მაინც ვფიქრობ. გასულ სეზონში ყველაფერს მარტივად აკეთებდა, ბოლოს უფრო მეტად უჭირს გოლის გატანა“, - თქვა დელ ჯენიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, როდესაც "ტორინოს" წინააღმდეგ პენალტი ზუსტად შეასრულა.