ფეხბურთი

23:59 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე გორის "დილას" მეტოქე გაირკვა

გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „აპოელს“ შეხვდება, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი თამაშობენ.

კვიპროსელებმა სერბულ „ვოივოდინას“, როგორც შინ, ისე სტუმრად 2:1 მოუგეს, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 4:2 აჯობეს. ქვილითაიამ საპასუხო შეხვედრაში 84-ე წუთამდე, ხოლო დვალმა შეუცვლელად ითამაშა. ამჯერად მათ გოლები არ გაუტანიათ, მაგრამ პირველი მატჩი ნიქოზიელებმა შინ 2:1 სწორედ გიორგის და ლაშას გოლებით მოიგეს.

გორის „დილა“ ნიქოზიის „აპოელს“ 10 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მატჩი კვიპროსში ესტუმრება.

0.116915