ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „აქტობესთან“ მოგების (2:1), მაგრამ კონფერენს ლიგიდან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დღევანდელი თამაშით კმაყოფილია, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვერგასვლით იმედგაცრუებულია.
"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მატჩში ნაჩვენები თამაშით. რომ არა ფეხბურთელის გაძევება და ცვლილება, სხვანაირად ვითამაშებდით. ხანდახან მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.
თამაში მაღალი ტემპით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ბევრი შეცდომა დავუშვით. ძალიან ვნერვიულობთ, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ მოვახერხეთ გასვლა, მაგრამ ამ გუნდს წაგების არ უნდა შერცხვეს. „აქტობეს“ მადლობელი ვართ თბილი დახვედრისთვის. სტადიონზე ჩვენთვის რთული ატმოსფერო იყო, კლუბს შეუძლია იამაყოს ასეთი გულშემატკივრებით“, - თქვა კინმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაზე ბოსნიური „სარაევოს“ ბარიერი დაძლია, მაგრამ „აქტობესთან“ ორი მატჩის ჯამში 3:5 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.