არაბთა ჩემპიონთა თასის მესამე ტურში კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრი“ „ზამალეკთან“ მარცხისგან და შესაბამისად, ჯგუფში ჩარჩენისგან იხსნა.
საუდელები 53-ე წუთიდან მოყოლებული მარცხდებოდნენ, მაგრამ კრიშტიანუმ 87-ე წუთზე თავური დარტყმით შეძლო გათანაბრება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მატჩში „ალ-ნასრის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა სადიო მანეს, რომელმაც 46-ე წუთიდან ითამაშა. „ალ-ნასრმა“ ჯგუფური ეტაპი 5 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ქულით აჯობა „ზამალეკს“. ასე რომ, რონალდუს გოლით საუდელები მეოთხედფინალში გავიდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეორე გოლიც მიქასია იასნია , რა გაუკეთა ზიდანის ფინტით და სად მოხვდა ძელს , ძელიდან ასხლეტილი კიდე ცარიელ კარში გაიატან იმ ჩემისამ
პირველი მომენტი რომ ქონდა 32:56 ზე კომენტატორმა რა თქვა-მიქაუტაძემ ისე დაარტყა მეკარეს ბუასილი გაუჩინაო DD
ადვილად აბურთავა მთელი დაცვა.