ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და მისი აზრი დააფიქსირა, რატომ ამჯობინა არგენტინელმა საუდის არაბეთში თამაშს კარიერის მაიამიში გაგრძელება.
აგუერო დარწმუნებულია, რომ ამის მიზეზი ოჯახია, რადგან ისინი თავს უფრო კომფორტულად მაიამიში იგრძნობდნენ, ვიდრე არაბეთში.
„ვფიქრობ, მაიამისა და არაბეთს შორის არჩევანი მესიმ იმიტომ გააკეთა, რომ მისთვის უფრო მოსახერხებელი ადგილია. მაიამი ლამაზი ადგილია, სადაც ბევრი ლათინოამერიკელია და ვფიქრობ, თავისი ოჯახიდან გამომდინარეც გააკეთა არჩევანი, რადგან არაბეთში მათთვის ცხოვრება შეიძლება უფრო რთული ყოფილიყო.
მესიმ აირჩია ოჯახის გამოც და ასევე ნაკლები წნეხის გამო. ევროპაში რომ გაეგრძელებინა კარიერა, ყველაფერი განსხვავებული იქნებოდა და შესაბამისად, კარიერის ბოლო წლებს ვერ ითამაშებდა ისე, როგორც სურდა, ანუ, უბრალოდ სიამოვნებისთვის“, - თქვა აგუერომ.
შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ "ინტერ მაიამიში" ჩატარებულ სამ მატჩში უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო.