სხვა

18:08 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობა: თორნიკე ტაბატაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურა. შეჯიბრის ბოლო სესიაზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით თორნიკე ტაბატაძემ და მიხეილ ადამიამ (+109 კგ.) წარმატებით იასპარეზეს.

თორნიკე ტაბატაძემ ატაცში 160 / 165 / 170 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში თავი 192 / 196 / 202 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი ერგო.

თორნიკე ტაბატაძემ ორჭიდში მოგროვილი 372 კილოგრამით კი კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ასევე შესანიშნავად იასპარეზა მიხეილ ადამიამაც. ძალოსანმა ატაცში 151 / 157 / 162 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ადამიამ აკვრაში თავი 190 / 195 / 201 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამითაც.

0.133284