ფეხბურთი

16:21 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ თერაპია გაიარა და დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ჟირონასთან“ ამხანაგურ მატჩში დაშავდა, რამდენიმე დღის განმავლობაში იუქმებს.

ხვიჩას დღეს არ უვარჯიშია, მან თერაპია გაიარა და რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს. „ნაპოლის“ ვებგვერდი არაფერს წერს მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღზე, მაგრამ 6 აგვისტოს, „აუგსბურგთან“ ამხანაგურ შეხვედრაში დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს.

კვარაცხელიას მარცხენა მუხლის დაჟეჟილობა აღენიშნება, მაგრამ წესით, დაზიანება სერიოზული არ არის და მან სერია A-ს პირველი ტურისთვის, რომელიც 19 აგვისტოს გაიმართება, გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ჟირონას“ მატჩში ხვიჩამ მხოლოდ ბოლო 30 წუთი ითამაშა. პენალტების სერიაში კი მონაწილეობა არ მიუღია, რადგან კოჭლობდა და მოედანი სახვევით დატოვა.

0.118669