მარკუს რაშფორდს უეინ რუნის მანჩესტერული რეკორდის მოხსნა სურს და მიიჩნევს, რომ სეზონში 35-40 გოლის გატანა შეუძლია.
რუნის, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2004 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა, 559 მატჩში 253 გოლი აქვს გატანილი. რაშფორდი ახლა კლუბის ისტორიაში მე-18 საუკეთესო ბომბარდირია 358 მატჩში 123 გოლით.
„ვიმედოვნებ, რუნის რეკორდს გავაუმჯობესებ. არასოდეს იცი რა მოხდება, მაგრამ ორიენტირებული ვარ გოლებსა და პასებზე.
უეინს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ კარგი იქნება ასე მოხდეს, რადგან ამ კლუბში გავიზარდე.
გასულ სეზონამდე ყოველთვის 20 ბურთის გატანას ვცდილობდი. შარშან 30 გავიტანე. ახლა შედეგის კიდევ გაუმჯობესებას უნდა ვეცადო. ვფიქრობ, სეზონში 35-40 გოლის გატანა შემიძლია.“ - განაცხადა რაშფორდმა გარი ნევილთან ინტერვიუში.