„ბარსელონა" მოლაპარაკებებს აწარმოებს „ალ-ნასრთან,“ საუდურ კლუბში მცველ კლემან ლანგლეს ტრანსფერის თაობაზე - წერს Mundo Deportivo.
გასულ სეზონში 28 წლის ფრანგი „ტოტენჰემში“ იჯარით თამაშობდა. მან ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლანგლე „ბარსელონაში“ 2018 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი.