ფეხბურთი

12:08 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი „რეალის“ მზადყოფნაზე - „დაცვაში პრობლემა უნდა მოგვარდეს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის სეზონისწინა მზადყოფნა შეაფასა.

„მზადყოფნას რაც შეეხება, ჩემს გუნდს 10-დან 6 დავუწერდი. დაცვაში თამაშია გამოსასწორებელი. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.“ - განაცხადა ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც იტალიელებმა 3:1 მოიგეს.

პირველ წუთზე ანგარიში „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, მოიზე კინმა გახსნა. მეოცეზე ამერიკელმა ნახევარმცველმა, ტიმოთი ვეამ იტალიელთა უპირატესობა გაზარდა. მას კიდევ ერთი ამერიკელი, უესტონ მაკკენი დაეხმარა.

შესვენებამდეც „რეალის“ ბრაზილიელმა ვინისიუსმა ტონი კროოსის გადაცემით ერთი ბურთი გაქვითა. 95-ე წუთზე კი „იუვენტუსის“ სერბმა თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110948