არაბული კლუბების ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ალ-იტიჰადმა“ „ალ შორტა“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი კარიმ ბენზემამ გაიტანა.
ფრანგი შეცვლაზე ჩაერთო და 84-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. ბენზემას ბრწყინვალე სტარტი აქვს არაბეთში - 3 თამაში, 3 გოლი და 1 საგოლე პასი.
„ალ-იტიჰადმა“ A ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.