სხვა

0:33 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ლომთაძის ორი ოქროს მედალი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

ბუქარესტში მიმდინარე (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღის ბოლოს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა.

ამჯერად ევროპულ ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ზაზა ლომთაძე და აკაკი ტალახაძე (109 კგ.) გამოვიდნენ.

აკაკი ტალახაძემ ატაცში 154 / 158 / 162 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკვრაში კი ძალოსანმა საწყისი წონა ვერ დაძლია.

ზაზა ლომთაძემ კი ატაცში თავი 161 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ძალოსანმა აკვრაში 200 / 207 / 210 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა. ლომთაძემ ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 371 კილოგრამითაც.

0.117139