ფეხბურთი

23:59 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა (+VIDEO)

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ჟირონასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო. ქართველი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა და ბოლომდე ითამაშა, თუმცა, დაზიანებული ფეხით.

იტალიური მედია წერს, რომ მან პენალტი სწორედ ტრავმის გამო არ დაარტყა. 22 წლის ქართველმა მარცხენა მუხლზე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც სამედიცინო პერსონალი დაეხმარა.

მან მოედანი კოჭლობით, ყინულებით და სახვევით დატოვა. თამაშის შემდეგ გულშემატკივრებს ავტოგრაფები სწორედ ამ ვითარებაში დაურიგა. ნეაპოლიტანური გამოცემები წერენ, რომ ხვიჩას დაზიანების ხარისხი უახლოეს დღეებში შეფასდება, თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებით სანერვიულო და საგანგაშო ტრავმა არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მომდევნო ამხანაგურ მატჩს კი 6 აგვისტოს, გერმანული „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.112747