ფეხბურთი

20:00 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზორან მარუშიჩი: "იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში"

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელმა ზორან მარუშიჩმა „ჰამრუნთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც სერბმა თავდამსხმელმა აღნიშნა, უკეთ უნდა ითამაშონ, ვიდრე ერთი კვირის წინ.

„გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმაც დადებითი გავლენა იქონია, რადგან გავიმარჯვეთ. ხვალ ჩვენი გეგმაა, რომ იმაზე უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე 1 კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ, მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს და მთელი გუნდი ვემზადებით, რომ კარგად ვითამაშოთ.

2021 წელს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, მას მერე ჩემში არაფერი შეცვლილა, ზუსტად ისე ვშრომობ, ვცდილობ, ჩემი თავის საუკეთესო მხარე წარმოვაჩინო. შეიძლება ახლა არ ვარ საუკეთესო კონდიციაში, მაგრამ ჯერ სეზონის ნახევარია გასული და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო“, - თქვა მარუშიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ და „ჰამრუნის“ მატჩი 3 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128877