„ჰამრუნ სპარტანსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო ძაურიმ „დინამო თბილისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ფიქრობენ და არა მეტოქეზე, თუმცა იციან, რომ „დინამო“ კარგი გუნდია.
„პირველ მატჩში კარგ შედეგს მივაღწიეთ, კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „დინამო თბილისია“, რომელსაც ჰქონდა თავისი შანსები, მაგრამ ჩვენ უკეთ გამოვიყენეთ მომენტები, რომლებიც შევქმენით. ხვალაც მსგავს თამაშს ველოდები. მეტოქეს ნამდვილად სურს შედეგის გამოსწორება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და გვინდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმი გავაკეთოთ.
მეტოქე გუნდი ძალიან არ მაშინებს, ჩემი გუნდის მჯერა და მასზე ვარ კონცენტრირებული. ძალიან კარგად ვიცით „დინამოს“ ძალა, მაგრამ არ გვეშინია და მზად ვართ ჩვენი თამაშის სათამაშოდ. გვინდა ოცნება გავაგრძელოთ და მზად ვართ, რაც მნიშვნელოვანია.
არ ვფიქრობთ იმაზე, რომ უპირატესობა გვაქვს. ყველაფერს ისე ვუდგებით, თითქოს 0:0 იყოს, ვიცით მეტოქის ძალა, შესაბამისად, 0:0-დან უნდა დავიწყოთ თამაში, 90 წუთი და შეიძლება მეტიც, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და არა მეტოქეზე, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია.
ვიცით, რომ აქ კარგად გულშემატკივრობენ, მაგრამ ყველა გუნდისთვის და ასევე ჩვენთვისაც ასეთ გარემოში თამაში სასიამოვნო იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ კონცენტრირებული ვიყოთ და პირველივე წუთიდან მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც დასახული გვექნება“, - თქვა ძაურიმ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „ჰამრუნის“ მატჩი 3 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სუარესს აქვს ლიგაზე გატანილი 27 გოლი,ბენზემას 76.ყველაზე უცნაური ეს ციფრებია თუმცა რეალობა ეგაა,სუარესს ლიგაზე გატანა ყოველთვის უჭირდა.მბაპე უსწრებს უკვე ტიპს,რომელ ბენზემაზეა საუბარი.ჰოლანდიც გაასწრებს მალე.სირცხვილია აიაქსის-ლივერპულის-ბარსელონას და ატლეტიკოს ცენტრფორვარდს მხოლოდ 27 გოლი რომ აქვს ლიგაზე
დღეს უფრო საინტერესო სათამაშო დღეა,4 მერვედფინალისტია გასარკვევი.გუშინ ერთი იყო მარტო გასარკვევი და ატლეტიკო გახდა ეგ ერთი მილანის ან პორტუს ნაცვლად.ისე ბევრი რეკორდი დამყარდა ამ ლიგაზე,ჰალემ ჯგუფში 6-ივე თამაშში გაიტანა(რაც კრისტინა-ლევანასაც შეუძლიათ,თან კრისტინას მეორედ შეუძლია მაგის გაკეთება,თუმცა ჰალემ ზოგადად პირველი 6 თამაში ითამაშა ლიგაზე და არ მგონია მაგ რეკორდს კაიხანი ვინმე შეეხოს),ლივერპულ-აიაქსმა ექვსივე მოიგეს რისი გაკეთება ბაიერნსაც შეუძლია.ბომბარდირთა დავაშიც ბევრი გოლი გააქვთ მოწინავე პოზიციებზე მყოფ ხალხს.10 გოლი გაიტანა ჰალემ,9 აქვს ლევანას და დღეს კიდევ შეუძლია მიამატოს.10 გოლით ზოგადად სეზონის ბომბარდირი ხდებოდა ხალხი,ამათ ჯგუფში გააქვთ ამდენი
ატლეტიკო გაძვრა მაინც.ამ 4 ჯგუფიდან ყველა ძლიერი გუნდი გავიდა მერვედფინალში,ნუ ერთადერთი დორტუნდის გასვლა შეიძლება ჯობდა სპორტინგის გასვლას,თუმცა არც სპორტინგია ცუდი გუნდი და არაფრით ნაკლები არაა დორტმუნდზე.შემტევ მხიარულ ფეხბურთს თამაშობს ლისაბონური გუნდი