ჭადრაკი

12:18 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის გათამაშებაზე, პირველი წრის ტაი-ბრეიკები გაიმართა

ბაქოში, მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, პირველი წრის ტაი-ბრეიკები გაიმართა. ქართველი მოჭადრაკეების სალომე მელიას და ლუკა პაიჭაძის პარტიებში სიმბოლური პირველი სვლა გააკეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე 309 მოჭადრაკე მონაწილეობს, საიდანაც 206 - ვაჟია, 103 კი - ქალი. საქართველოს სახელით 9 ქართველი ასპარეზობას, საიდანაც 6 ქალია და 3 - ვაჟი.

ასპარეზობა ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 2,500,000 აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიო თასზე ასპარეზობა 24 აგვისტოს დასრულდება.

სოფო ნიკოლაძე

0.116467