ფეხბურთი

15:34 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სერბ ნახევარმცველს დაიმატებს

მილანის “ინტერი” სერბეთის ნაკრებისა და “უდინეზეს” ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩს დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

სერბი “ინტერს” ერთწლიანი იჯარით და 4 მილიონი ეროს სანაცვლოდ შეუერთდება, მისი გამოსყიდვა კი მილანელებს გაისად 16 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

21 წლის სამარჯიჩი გერმანიაშია დაბადებული, სადაც დაიწყო კიდეც ფეხბურთის თამაში ბერლინის “ჰერტას” შემადგენლობაში, შემდეგ “ლაიფციგშიც” ითამაშა, ხოლო 2021-2023 წლებში “უდინეზეს” მაისურით 63 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა. მას გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მათ შორის 21-წლამდელებში (5 მატჩი, 2 გოლი), ხოლო 2023 წლიდან სერბეთის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც ორი თამაში ჩაატარა.

0.116026