ფეხბურთი

10:27 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "არ ვიცი როდის ვითამაშებ"

როდის განაახლებს ნეიმარი თამაშს? ეს ჯერ თვითონ ბრაზილიელმა ფეხბურთელმაც არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად გრძნობს.

როგორც ნეიმარმა L’Equipe-ს განუცხადა, ჯერ არ იცის, როდის გავა მოედანზე. “თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი, როდის ვითამაშებ”, - აღნიშნა მან.

“პარი სენ-ჟერმენმა” მოსამზადებელ ეტაპზე სამი ამხანაგური თამაში ჩაატარა და ბრაზილიელი მოედანზე არ გასულა. მან ბოლოს 19 თებერვალს “ლილთან” ითამაშა, სადაც ტრავმა მიიღო და გასული სეზონი დაასრულა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.115232