"ალ-ნასრმა" სადიო მანეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. სენეგალელმა ვარსკვლავმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და 10-ნომრიანი მაისური მოირგო.
"ბაიერნმა" მანეს ტრანსფერში 30 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თვითონ ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 38 მილიონი იქნება. მოგეხსენებათ, "ალ-ნასრში" კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, შესაბამისად, მანეს ტრანსფერის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.
სადიო მანემ კარიერა „მეცში“ დაიწყო, შემდეგ „ზალცბურგში“ გადავიდა, სახელი კი „საუთჰემპტონში“ გაითქვა, საიდანაც 2016 წელს „ლივერპულმა“ შეიძინა. აფრიკელმა შემტევმა „ბაიერნში“ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, რა პერიოდშიც 38 თამაშში თავი 12 გოლით გამოიჩინა.