ფეხბურთი

19:35 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" "ვალენსიას" ფეხბურთელის ტრანსფერი გადაწყდა

"ვალენსიას" და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველი იუნუს მუსა კარიერას "მილანში" გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

20 წლის ფეხბურთელი მილანში ხვალ ჩავა, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს. მუსას სანაცვლოდ "ვალენსია" 18 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 2 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

ამერიკელი 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 80-ნომრიან მაისურს მოირგებს. მისი ხელფასი იტალიურ კლუბში სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება.

პროფესიულ დონეზე მუსას „ვალენსიას“ გარდა, სხვაგან არ უთამაშია. ესპანურ გუნდში მის აქტივში 108 თამაში და 5 გოლია.

0.115303