ფეხბურთი

18:55 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოზანო ახლოსაა MLS-ში გადასვლასთან

"ნაპოლის" და მექსიკის ნაკრების ნახევარმცველი ირვინგ ლოზანო ახლოსაა "ლოს ანჯელესში" გადასვლასთან. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელმა ამერიკელებს თანხმობა უკვე განუცხადა.

ლოზანო MLS-ის კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს! ნეაპოლელები ირვინგის სანაცვლოდ მხოლოდ 5 მილიონ ეროს ითხოვენ, რადგან მას კონტრაქტი გაისად ეწურება, რომლის განახლებაზე მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

ბელგიური მედია კი წერს, რომ ნეაპოლელები ლოზანოს შემცვლელს 20 წლის ბელგიელ ფეხბურთელ იოჰან ბაკაიოკოს განიხილავენ, რომელიც პსვ ეინდჰოვენში თამაშობს.

ირვინგ ლოზანო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 155 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის პსვ ეინდჰოვენისა და „პაჩუკას“ წევრი იყო.

0.107247