ფეხბურთი

16:30 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: "საზონოვისთვის "ლიონში" ტრანსფერი წინ გადადგმული 3 ნაბიჯი იქნება"

მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ საბა საზონოვის "ლიონში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში გადავა, ეს მითვის წინ გადადგმული 3 ნაბიჯი იქნება.

"მე, როგორც მწვრთნელი ვიტყვი, რომ გამიხარდება, თუ საბა და ზახარიანი დარჩებიან. მაგრამ, როგორც ადამიანი, საუკეთესოს ვუსურვებ მათ, რომ წარმატებას მიაღწიონ. საბა "ლიონში" თუ წავა, ეს მისი კარიერის წინ გადადგმული არა ერთი, არამედ სამი ნაბიჯი იქნება. "ლაციოზე" ისე კარგად არ ვიცი, როგორც "ლიონზე", ქალაქსაც კარგად ვიცნობ", - თქვა ლიჩკამ.

შეგახსენებთ, საბა საზონოვს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ "ლიონი" ქართველ მცველში 3-4 მილიონს ევროს იხდის და მას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. თუ ტრანსფერი შედგა, ფრანგები საბას სავარაუდოდ ერთი წლით "მოლენბეკში" გაანათხოვრებენ, რომელიც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.

0.150206