საქართველოს ვაჟთა 19 წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს ხვალ, 2 აგვისტოს გამართავს. ჩვენი გუნდი 21:30 საათზე მონტენეგროს დაუპირისპირდება.
შემადგენლობა:
მეკარეები: გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015), თემურ ქამადაძე (აჭარა), ირაკლი გურული (პეგასი)
უკანა ხაზი: გიგა მელიავა (სტუ), ლევანი ფანცხავა (პრომეთე), სანდრო დარსანია (პეგასი) ნიკოლოზ შერვაშიძე (აჭარა), გიორგი არეშიძე (პეგასი), დავით გრიშიკაშვილი (პეგასი)
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია), ანრი აბულაძე (აჭარა), ლუკა მუკბანიანი (პეგასი), ნუგზარ ტარიელაძე (აჭარა) ალექსანდრე შიოშვილი (პეგასი)
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი (სუჩაევა, რუმინეთი), ლუკა ლანჩავა (ეუპენი, ბელგია)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე
ექიმი: გიორგი საღინაძე
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური გაიმართება.
საქართველოს ნაკრების განრიგი:
F ჯგუფი
მონტენეგრო - საქართველო 2 აგვისტო 21:30
საქართველო - ნორვეგია 4 აგვისტო 19:30
ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო 5 აგვისტო 19:30
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია