წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, ბაქოში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ეტაპის მეორე ტურში.
პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ პარტიები მოიგეს: სალომე მელიამ, ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ.
ხოლო, მიხეილ მჭედლიშვილმა ორივე შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
ამრიგად, დღეს ყველა მათგანს დამატებითი ტაი-ბრეიქის თამაში მოუწევს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია