„ლივერპულიდან“ საუდის არაბეთში - ფაბინიომ „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აზიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მოგეხსენებათ, „ალ-იტიჰადმა“ მანამდე კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტეც დაიმატა.
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კარიერა „ფლუმინენსეში“ დაიწყო, შემდეგ იყო მადრიდის „რეალსა“ და „მონაკოში“, ხოლო 2018 წლიდან „ლივერპულში“ 219 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საინტერესოა ესეთი ხალხის ხილვა ერთად, რაც არ ნდა მზე ჩემპიონატი იყოს
საინტერესო სასტავი შეიკრიბა