„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხა.
როგორც გერმანელმა აღნიშნა, ამ თემაზე უბრალოდ ეცინებათ, რადგან კლუბს შესაბამისი ფინანსური სიტუაცია არ აქვს.
„მბაპე „ლივერპულში“? ამაზე ვიცინით! შემიძლია ვთქვა, რომ ის მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ფინანსური პირობები ხელს საერთოდ არ გვიწყობს“, - თქვა კლოპმა.