ფეხბურთი

20:10 | 31.07.2023 | ნანახია 671 - ჯერ

"ნაპოლიმ" საუდის არაბეთიდან ოსიმენის ტრანსფერზე ორი შეთავაზება უარით გაისტუმრა

„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა საუდის არაბეთის კლუბს, „ალ-ჰილალს“ სურს.

როგორც L’Equipe იტყობინება, ნეაპოლელებმა საუდელების ორი შეთავაზება უკვე უარყვეს. აზიელებმა „ნაპოლის“ ჯერ 120 მილიონი ევრო შესთავაზეს, მერე კი 140 მილიონი, თუმცა, ორჯერვე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ „ალ-ჰილალი“ ორი უარის მიუხედავად, „ნაპოლისთვის“ კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს. ცნობილია, რომ „ნაპოლი“ ოსიმენს ახალ კონტრაქტს სთავაზობს და მის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს „ლილიდან“ შეიძინა. მას შემდეგ მან 101 მატჩში 59 გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელს „ვოლფსბურგსა“ და „შარლერუაშიც“ აქვს ნათამაშები.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:58 | 01.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კარიერის განვითარება ურჩევნია იმ სამზევეთში წასვლას

00:23 | 01.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ჯერ ბევრი რამე აქვს დასანტკიცებელი ევროპაში, შარშანდელი სეზონის მერე, დუხზეა მოსული

00:22 | 01.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ოსიმენი არაბეთში ჯერ არ წავა

21:27 | 31.07.2023
valeri8848 (2622)

ეს ნაპოლისა და ხვიჩას გარეშე ბევრს არაფერს წარმოადგენს, თავის ეროვნულ ნაკრებში ღირებული ბევრი არაფერი აქვს გაკეთებული..ეხლა თუ არაბების ფულმა გადარია, რაც არის იმის ნახევარი ოსიმენი დარჩება

21:25 | 31.07.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

უკვე მომაბეზრებელია ოსიმენზე ამდენი მსგავსი სტატიები, ყველაფერი გადაწყვეტილია რომ ნაპოლში რჩება

0.128148