ფეხბურთი

19:03 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" პრეზიდენტი: "იმედი ვიქონიოთ კვერნაძე კვარაცხელიას დონეზე იქნება"

„ფროზინონეს“ პრეზიდენტი მაურიციო სტირპე კმაყოფილია, რომ სერია A-ს პირველივე ტურში მის გუნდს იტალიის მოქმედ ჩემპიონ „ნაპოლისთან“ თამაში მოუწევს.

მან ასევე ისაუბრა გიორგი კვერნაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

„სეზონის უკეთესი დებიუტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს იქნება ლამაზი გამოფენა „ფროზინონესთვის“, ქალაქისა და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ მოიგებს სკუდეტოს, სატრანსფერო ბაზრის ბოლოს შეგვეძლება ვეცადოთ პასუხის გაცემა ცდომილების მცირე ზღვრით. ჯერ ბევრი რამ არ ვიცით, დაძაბული სეზონი იქნება, არა მარტო ლიდერებს შორის.

კვარაცხელიას და კვერნაძის დაპირისპირება მშვენიერი და დამაინტრიგებელი იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი გიორგი ხვიჩას დონეზე იქნება, რომელმაც „ნაპოლიში“ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივი ჩემპიონია“, - განაცხადა სტირპემ.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.

0.128982