თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ქართველ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ევროპაში ქართველი ფეხბურთელები უფრო აინტერესებთ, ვიდრე რუსები.
„დღეს ევროპაში ქართველი ფეხბურთელები უფრო აინტერესებთ, ვიდრე რუსები. მათ თვალყურს 15-18 წლის ასაკიდან ადევნებენ. რუს ახალგაზრდებს სად შეხედავენ? საქართველოში ასაკობრივი ნაკრებები კარგად თამაშობენ, არა მხოლოდ ხვიჩა ჰყავთ, არამედ დავითაშვილი და მიქაუტაძე.
კვარაცხელია? ახლა მნიშვნელოვანია, რომ მან დაადასტუროს ის დონე, რა დონეზეც წინა სეზონი ჩაატარა. მერე უფრო მეტ შეთავაზებას მიიღებს, ამიტომ ნორმალურია, რომ ჯერ „ნაპოლიში“ რჩება. თუმცა, უფრო რთული სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ”, - თქვა თეთრაძემ.